Belive

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წყვილები ცნობილია!

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წყვილები ცნობილია. 14 დეკემბერს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც კლუბები დაწყვილდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ წინ ძალიან საინტერესო და დაძაბული ბრძოლები გველოდება. წყვილები კი საკმაოდ ძლიერია და თითოეული მატჩი გულშემატკივარს დიდ ხიბლს შეძენს. ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველი მატჩები 16-17; 23-24 თებერვალს, ხოლო საპასუხო მატჩები კი 9-10; 16-17 მარტს გაიმართება.

გთავაზობთ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წყვილებს

"მიუნხენგლადბახი" - "მანჩესტერ სიტი" "ლაციო" - "ბაიერნი" "ატლეტიკო" - "ჩელსი" "ლაიფციგი" - "ლივერპული" "პორტუ" - "იუვენტუსი" "ბარსელონა" - "პსჟ" "სევილია" - "დორტმუნდი" "ატალანტა" - "მადრიდის რეალი"        

სხვა სტატიები