Belive

ჩემპიონთა ლიგის ბრაზილიელ ბომბარდირებს შორის ნეიმარი კაკას დაეწია

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"პსჟ-ს" ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, ნეიმარმა, "ცრვენა ზვეზდასთან" გაფორმებული ჰეთ-თრიქით ბრაზილიელ ფეხბურთელებს შორის კაკას რეკორდი გაიმეორა. აქამდე ბრაზილიელ ფეხბურთელებს შორის ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტი გოლი კაკას ჰქონდა გატანილი (30), თუმცა ნეიმარმა ბრაზილიელი ლეგენდის რეკორდის მოხსნა შეძლო. რეიტინგში მესამე პოზიციას რივალდო იკავებს, რომლის ანგარიშზე 27 გოლია. შეგახსენებთ, რომ პარიზულმა გუნდმა "ცრვენა ზვეზდა" საკუთარ მოედანზე ანგარიშით 6:1 გაანადგურა

სხვა სტატიები