Belive

ჩემპიონთა ლიგის მე-8000 გოლი UEFA-მ ერიკ ლამელას მიაწერა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
UEFA-ს მტკიცებით, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, მე-8000 გოლი "ტოტენჰემი" "ბარსელონას" დაპირისპირებაში გავიდა და მისი ავტორი ერიკ ლამელა გახდა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მე-8000 გოლის ავტორი ანტუან გრიზმანი გახდა, თუმცა მოგვიანებით UEFA-ს ბოდიშის მოხდა და ინფორმაციის დაკორექტირება მოუწია. "თავდაპირველად გავრცელებული ცრუ ინფორმაციის გამო UEFA ბოდიშს იხდის. მოხდა უნებლიე შეცდომა, რის გამოც ძალიან ვწუხვართ. ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მე-8000 გოლის ავტორი ერიკ ლამელა გახდა", - აღნიშნულია UEFA-ს Twitter-ის გვერდზე.

სხვა სტატიები