Belive

ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე დინამო თბილისის პოტენციური მეტოქეები ცნობილია 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იმ შემთხვევაში, თუ "დინამო თბილისი" "ტირანას" დამარცხებას მოახერხებს, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს მოქმედი ჩემპიონის მეტოქე "ცრვენა ზვეზდასა" და "ევროპას" შორის გამარჯვებული იქნება. ეს 10 აგვისტოს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში გაირკვა  - წილისყრამ ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბს მეტოქეს სერბულ და გიბრალტარულ გუნდებს შორის  უკეთესი არგუნა. გამარჯვების შემთხვევაში, მასპინძლის სტატუსს თბილისური კლუბი მოირგებს. "დინამო თბილისი" 18 ან 19 აგვისტოს "ტირანას" "დინამო არენაზე" ერთმატჩიან დუელში უმასპინძლებს.

სხვა სტატიები