Belive

ჩემპიონთა ლიგის მონაწილე ოთხივე ესპანური კლუბი ცნობილია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ცნობილია ყველა ის ესპანური გუნდი, რომელიც მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობას მიიღებს. "ბარსელონასა" და მადრიდის "რეალის" შემდეგ, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის საგზური მადრიდის "ატლეტიკომ" და "სევილიამაც" მოიპოვეს. ამ ორი უკანასკნელი გუნდის ბედი მას მერე გაირკვა, რაც "რეალ სოსიედადმა" "ვილიარეალი" სტუმრად დაამარცხა და "ყვითელი წყალქვეშა ნავი" ოთხეულისთვის ბრძოლას ჩამოაშორა. შეგახსენებთ, 2019/20 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში სამი ესპანური გუნდი შემორჩა: დიეგო სიმეონეს გუნდი მეოთხედფინალშია გასული, ხოლო "რეალს" და "ბარსელონას" მერვედფინალის საპასუხო მატჩები აქვთ ჩასატარებელი.

სხვა სტატიები