Belive

ჩემპიონთა ლიგის ფინალი, შესაძლოა, სტამბოლში აღარ ჩატარდეს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი ,,მანჩესტერ სიტისა'' და ,,ჩელსის'' შორის, რომელიც 29 მაისს, თურქეთის ქალაქ სტამბოლშია ჩანიშნული, შესაძლოა, სხვა ქვეყანაში ჩატარდეს. ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, უეფასა და ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას შორის მოლაპარაკებები შეხვედრის დიდ ბრიტანეთში გამართვაზე უკვე დაიწყო. გუშინ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გულშემატკივრებს მოუწოდა, რომ თურქეთში წასვლისგან, რომელიც პანდემიის გამო ქვეყნის ,,წითელ სიაშია'', თავი შეიკავონ. ბრიტანეთში მიღებული კანონის თანახმად, ადამიანებს, რომლებიც ,,წითელ სიაში'' მყოფი სახელმწიფოებიდან დაბრუნდებიან, 10-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ. მოწოდების მიუხედავად, მოსალოდნელია, რომ ფინალური შეხვედრის სტამბოლში ჩატარების შემთხვევაში, თურქეთში 8 ათასამდე ინგლისელი გულშემატკივარი გაემგზავრება. თურქეთში ჩემპიონთა ლიგის ფინალი გასულ წელს უნდა გამართულიყო, თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო, მატჩებს პორტუგალიამ უმასპინძლა.



 

სხვა სტატიები