Belive

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის წილისყრა | მესი რონალდუს წინააღმდეგ - 1/8-ფინალური წყვილები ცნობილია!

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონის პლეი-ოფის წილისყრა, შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართა. წილისყრის ცერემონიალი UEFA-ს შტაბ-ბინაში, 13 დეკემბერს, ცენტრალური ევროპული დროით 12:00-ზე, ხოლო თბილისის დროით, 15:00 საათზე დაიწყო.

ნიონში გამართული წილისყრის შედეგად, UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონის პლეი-ოფის წყვილები გახდა ცნობილი: 

"ბენფიკა" Vs. "რეალი" "ვილიარეალი" Vs. "მანჩესტერ სიტი" "ატლეტიკო" Vs. "ბაიერნი" "ზალცბურგი" Vs. "ლივერპული" "ინტერი" Vs. "აიაქსი" "სპორტინგი" Vs. "იუვენტუსი" "ჩელსი" Vs. "ლილი" "პარი სენ-ჟერმენი" Vs. "მანჩესტერ იუნაიტედი" ჯგუფების გამარჯვებულები (განთესილი)
  • “აიაქსი” (ნიდერლანდები)
  • “ბაიერნი” (გერმანია)
  • “იუვენტუსი” (იტალია)
  • “ლივერპული” (ინგლისი)
  • “ლილი” (საფრანგეთი)
  • “მანჩესტერ სიტი”  (ინგლისი)
  • “მანჩესტერ იუნაიტედი” (ინგლისი)
  • “რეალი” (ესპანეთი)
ჯგუფების მეორეადგილოსნები (განუთესავი)
  • “ატლეტიკო” (ესპანეთი)
  • “ბენფიკა” (პორტუგალია)
  • “ჩელსი” (ინგლისი)
  • “ინტერი” (იტალია)
  • “პარი სენ-ჟერმენი” (საფრანგეთი)
  • “ზალცბურგი” (ავსტრია)
  • “სპორტინგი” (პორტუგალია)
  • “ვილიარეალი” (ესპანეთი)
UEFA-ს წესდების თანახმად, შეუძლებელია, რომ ერთი ქვეყნის გუნდები 1/8-ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. გუნდები, ასევე ვერ დაუწყვილდებიან მეტოქეს, რომელსაც ჯგუფურ ეტაპზე უკვე დაუპირისპირდნენ. 1/8-ფინალური ეტაპის გამარჯვებული გუნდები 2-მატჩიანი (შინ/სტუმრად) პრინციპით გამოვლინდებიან. პლეი-ოფის პირველი მატჩები 2022 წლის 15/16/22/23 თებერვალს გაიმართება – საპასუხო მატჩები 2022 წლის 8/9/15/16 მარტს შედგება. ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური და ნახევარფინალური წილისყრა, 2022 წლის 18 მარტს გაიმართება. შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი სეზონის პლეი-ოფში ე.წ “სტუმრად გატანილი გოლის წესი” არ იმოქმედებს. იმ შემთხვევაში, თუ ორი მატჩის ძირითადი დროის ამოწურვის შემდეგ, გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, დამატებითი დრო დაინიშნება. დამატებითი დროის ასევე ფრედ დასრულების შემთხვევაში, გამარჯვებულს პენალტების სერია გამოავლენს.  

სხვა სტატიები