Belive

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის წილისყრა - ყველაფერი რაც უნდა ვიცოდეთ!

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონის ბოლო მერვედფინალისტის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია: ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩი, 9 დეკემბერს, 22:00 საათზე, "ატალანტასა" და "ვილიარეალს" შორის გაიმართება. გუნდებს თავდაპირველად, 8 დეკემბერს, 23:59 საათზე ეთამაშათ, თუმცა დიდთოვლობის გამო, შეხვედრა გადაიდო. ბერგამოში გასამართი მატჩი უდიდესი ინტერესის მატარებელია - მისი დასრულების შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასული უკანასკნელი გუნდის ვინაობა გახდება ცნობილი. როდის გაიმართება ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის წილისყრა?  ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონის პლეი-ოფის წილისყრა, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, UEFA-ს შტაბბინაში გაიმართება. წილისყრის ცერემონიალი 13 დეკემბერს, ცენტრალური ევროპული დროით 12:00-ზე, ხოლო თბილისის დროით, 15:00 საათზე დაიწყება. რომელმა გუნდებმა მოიპოვეს პლეი-ოფში ასპარეზობის უფლება? ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წარმატებით გადალახვის შემდეგ, 16 ევროპული გრანდი პლეი-ოფში განაგრძობს ასპარეზობას. ჯგუფების გამარჯვებულები განთესილთა შორის არიან, მეორეადგილოსნები განუთესავთა შორის მოხვდნენ. ამ დროისათვის პლეი-ოფის 15 მონაწილის ვინაობაა ცნობილი. მე-16 მონაწილე "ატალანტასა" და "ვილიარეალს" შორის გასამართი მატჩის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. ჯგუფების გამარჯვებულები (განთესილი)
  • "აიაქსი" (ნიდერლანდები)
  • "ბაიერნი" (გერმანია)
  • "იუვენტუსი" (იტალია)
  • "ლივერპული" (ინგლისი)
  • "ლილი" (საფრანგეთი)
  • "მანჩესტერ სიტი"  (ინგლისი)
  • "მანჩესტერ იუნაიტედი" (ინგლისი)
  • "რეალი" (ესპანეთი)
ჯგუფების მეორეადგილოსნები (განუთესავი)
  • "ატლეტიკო" (ესპანეთი)
  • "ბენფიკა" (პორტუგალია)
  • "ჩელსი" (ინგლისი)
  • "ინტერი" (იტალია)
  • "პარი სენ-ჟერმენი" (საფრანგეთი)
  • "ზალცბურგი" (ავსტრია)
  • "სპორტინგი" (პორტუგალია)
  • "ატალანტა" (იტალია) - "ვილიარეალს" (ესპანეთი) შორის გამარჯვებული
შესაძლებელია თუ არა, რომ ერთი ქვეყნის გუნდები 1/8-ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ? შეუძლებელია, რომ ერთი ქვეყნის გუნდები 1/8-ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. გუნდები, ასევე ვერ დაუწყვილდებიან მეტოქეს, რომელსაც ჯგუფურ ეტაპზე უკვე დაუპირისპირდნენ. 1/8-ფინალური ეტაპის გამარჯვებული გუნდები 2-მატჩიანი (შინ/სტუმრად) პრინციპით გამოვლინდებიან. როდის გაიმართება ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მატჩები? პლეი-ოფის პირველი მატჩები 2022 წლის 15/16/22/23 თებერვალს გაიმართება - საპასუხო მატჩები 2022 წლის 8/9/15/16 მარტს შედგება. ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური და ნახევარფინალური წილისყრა, 2022 წლის 18 მარტს გაიმართება. რა ცვლილებები განხორციელდა მიმდინარე სეზონში? ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი სეზონის პლეი-ოფში ე.წ "სტუმრად გატანილი გოლის წესი" არ იმოქმედებს. იმ შემთხვევაში, თუ ორი მატჩის ძირითადი დროის ამოწურვის შემდეგ, გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, დამატებითი დრო დაინიშნება. დამატებითი დროის ასევე ფრედ დასრულების შემთხვევაში, გამარჯვებულს პენალტების სერია გამოავლენს.

სხვა სტატიები