Belive

BBC-მ ჩემპიონთა ლიგის ფინალისტების სიმბოლური გუნდი დაასახელა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
წამყვანი ბრიტანული მედია-კომპანია BBC-ის სპორტულმა ჟურნალისტებმა იმ ფეხბურთელებისგან, რომელთაც ჩემპიონთა ლიგაში სულ მცირე 60 შეხვედრა აქვთ ჩატარებული და ფინალში მონაწილეობა მიუღიათ, სიმბოლური გუნდი შეადგინა. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ისტორიაში საუკეთესო 11 ფეხბურთელის ჩამონათვალი ასეთია: მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი ("იუვენტუსი", "პსჟ"); მცველები: დანი ალვეში ("ბარსელონა", "სევილია", "იუვენტუსი", "პსჟ"), სერხიო რამოსი (მადრიდის "რეალი"), პაოლო მალდინი ("მილანი"), რობერტო კარლოსი (მადრიდის "რეალი"). ნახევარმცველები: ჩავი, ანდრეს ინიესტა (ორივე "ბარსელონა"), ზინედინ ზიდანი ("იუვენტუსი", მადრიდის "რეალი"). თავდამსხმელები: ლიონელ მესი ("ბარსელონა"), ტიერი ანრი ("არსენალი", "ბარსელონა"), კრიშტიანუ რონალდუ (ლისაბონის "სპორტინგი", მადრიდის "რეალი", ტურინის "იუვენტუსი").
Credit: BBC Sport

სხვა სტატიები