Belive

კორონავირუსი: ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი გადაიდო

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კორონავირუსის გამო პრობლემა ჩემპიონთა ლიგის მორიგ მატჩს შეექმნა. კოსოვოს ჩემპიონის შემადგენლობაში ტესტზე დაფიქსირებული დადებითი შედეგების გამო, პრე-საკვალიფიკაციო ეტაპის საფინალო თამაში "დრიტასა" და "ლინფილდს" შორის გადაიდო. ინფორმაციას UEFA-ს ოფიციალური გვერდი ავრცელებს. "დრიტას" ყველა მოთამაშე კარანტინში გადაიყვანეს. როგორც ცნობილია, დღეს ჩასატარებელი დაპირისპირება 14 აგვისტომდე უნდა გაიმართოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კოსოვოელებს ტექნიკური წაგება - 0:3 ჩაეთვლებათ. წილისყრის თანახმად, კოსოვოსა და ჩრდ. ირლანდიის ჩემპიონს შორის გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგაზე "ლეგიას" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები