Belive

ჩემპიონთა ლიგის ტოპ-10 ყველაზე ძვირადღირებული კლუბი

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2020-21 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩები 20-21 ოქტომბერს გაიმართება. Transfermarkt-მა ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის ბინადარი 32 კლუბის შემადგენლობის სრული ღირებულება გამოაქვეყნა. ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ სეზონში, შემადგენლობის მხრივ ყველაზე დაბალბიუჯეტიანი კლუბი "ფერენცვაროში" აღმოჩნდა. უნგრული კლუბის ფეხბურთელების საერთო ღირებულება £21.83 მილიონს შეადგენს. ყველაზე ძვირადღირებული კლუბების ათეულში ინგლისური და ესპანური გრანდები ჭარბობენ - გერმანია, საფრანგეთი და იტალია კი მხოლოდ 1 გრანდით არიან წარმოდგენილი.

შემადგენლობის ღირებულების მიხედვით, ჩემპიონთა ლიგის 2020-21 წლების სეზონის ტოპ-10 ყველაზე ძვირადღირებული კლუბი

10. "იუვენტუსი" - £621.18 9. "ატლეტიკო" - £661.95 8. "მანჩესტერ იუნაიტედი" - £719.87 7. "ჩელსი" - £755.01 6. "რეალი" - £769.50 5. "პარი სენ-ჟერმენი" - £772.88 4. "ბაიერნი" - £787.19 3. "ბარსელონა" - £790.65 2. "მანჩესტერ სიტი" - £971.64 1. "ლივერპული" - £972.63 აღსანიშნავია, რომ შემადგენლობის მხრივ ყველაზე ძვირადღირებულ "ლივერპულსა" და მეორეადგილოსან "მანჩესტერ სიტის" შორის სხვაობა არასრულ £1 მილიონს შეადგენს. ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ტრიუმფატორი "ბაიერნი" მე-4 პოზიციას დასჯერდა.

სხვა სტატიები