ჩემპიონთა ლიგის ტურის საუკეთესო ფეხბურთელები 

უეფამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის მებრძოლი კანდიდატების სია გამოაქვეყნა.

ჯილდოსთვის მხოლოდ თავდამსხმელები იბრძოლებენ: ნეიმარი (“პსჟ”), ჟოაო ფელიში (“ატლეტიკო”), გაბრიელ ჟეზუსი (“მანჩესტერ სიტი”) და არკადიუშ მილიკი (“ნაპოლი”).

ბრაზილიელმა “გალათასარაისთან” შესანიშნავად ითამაშა და თურქულ კლუბს გოლიც გაუტანა, პორტუგალიელმა მოსკოვის “ლოკომოტივს” კარში 11-მეტრიანიდან შეაგდო, “ქალაქელთა” ახალგაზრდა ფორვარდმა ზაგრების “დინამოს” ჰეთ-თრიკი შეასრულა, “ნაპოლის” პოლონელმა თავდამსხმელმა კი 3 გოლი “გენკს” გაუტანა.

კვირის საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენა ნებისმიერ გულშემატკივარს UEFA-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეუძლია.

(225)

ჩემპიონთა ლიგის ტურის საუკეთესო ფეხბურთელები 

სტატიის ავტორი
-