Belive

ჩემპიონთა სიმბოლური გუნდი | თერთმეტეულში საუკეთესო შეფასება ფილ ფოდენს აქვს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევროპულ საკლუბო საფეხბურთო ტურნირებს შორის ყველაზე პრესტიჟული ასპარეზის - ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპი დასრულებულია, რომლის შედეგადაც გამოირკვა 2 ნახევარფინალური წყვილი, ესენი არიან: "პსჟ" Vs. "მანჩესტერ სიტი" და "რეალი" Vs. "ჩელსი". 1/4-ფინალური ეტაპის მატჩები საკმაოდ დაძაბული გამოდგა და მეტწილად ინტრიგა საპასუხო შეხვედრების ბოლო წუთებამდე იყო შენარჩუნებული. ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური მატჩების შედეგად ექსპერტებმა ტურის სიმბოლური გუნდი შემოგვთავაზეს, სადაც მხოლოდ თითო-თითო "ბაიერნისა" და "ჩელსის" ფეხბურთელია, "პსჟ", "რეალი" და "მანჩესტერ სიტი" კი 3-3 ფეხბურთელით არიან წარმოდგენილნი. ყველაზე მაღალი შეფასება ფილ ფოდენმა - 8.46 მიიღო.

საყურადღებოა, რომ სიმბოლურ გუნდში არცერთი "ლივერპულისა" "პორტუს" ფეხბურთელი არაა.

სხვა სტატიები