Belive

ჩეფერინი არჩევნებში უეფას პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იქნება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფას მოქმედი პრეზიდენტი, ალექსანდერ ჩეფერინი ორგანიზაციის ხელმძღვანელის მომავალ არჩევნებში ერთადერთი კანდიდატი იქნება. ინფორმაციას ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

უეფას პრეზიდენტსა და ფიფას ვიცეპრეზიდენტს (ევროპიდან) 5 აპრილს, ლისაბონში აირჩევენ.

უეფას პრეზიდენტობის კანდიდატი (4-წლიანი ვადით):

ალექსანდრ ჩეფერინი (სლოვენია)

ფიფას ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატები:

  1. შანდორ ჩანი (უნგრეთი) - მოქმედი ვიცეპრეზიდენტი.
  2. არი ლახტი (ფინეთი)

ალექსანდერ ჩეფერინი უეფას პრეზიდენტის პოსტს 2016 წლის სექტემბრიდან იკავებს.

სხვა სტატიები