Belive

ჩეფერინი: ..ლიგის ფინალში რეალის ყოფნა უეფას ტურნირების სამართლიანობის დასტურია''

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა, მადრიდის ,,რეალისადმი'' მი დამოკიდებულებაზე ისაუბრა:
,,რეალთან არანაირი პრობლემა არ მაქვს. რა თქმა უნდა, ამ მომენტში კლუბის ხელმძღვანელობასთან კონტაქტი არ მაქვს. თუმცა, ჩემპიონთა ლიგის ფინალში რეალის ყოფნა უეფას ეგიდით გამართული ტურნირების სამართლიანობის დასტურია. ბარსელონა და რეალი ქალთა და მამაკაცთა ჩემპიონთა ლიგის ფინალებში გავიდნენ, მათთვის ხელი არავის შეუშლია. ნახევარფინალში ეჭვი მეპარებოდა, რომ მადრიდელები სიტის მოუგებდნენ, განსაკუთრებით პირველ მატჩში მარცხის შემდეგ. მაგრამ, როგორც ჩანს, მათ კატის მსგავსად, შვიდი სიცოცხლე აქვთ. ჩემი აზრით, რეალის დაცვა საკმაოდ სუსტია, თუმცა მათ ჰყავთ წარმოუდგენელი კარიმ ბენზემა, რომელიც ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყვეალაზე დაუფასებელი ფეხბურთელია. ლუკა მოდრიჩი კი ასაკის მატებასთან ერთად უკეთესი ხდება,'' - განაცხადა ჩეფერინმა.
2018 წელს Football Leaks-მა გაავრცელა დოკუმენტი, რომელზე დაყრდნობითაც წამყვანი ევროპული კლუბები ახალი 20-გუნდიანი ტურნირის – ევროპის სუპერლიგის შექმნას აპირებდნენ. მასში მონაწილეობა ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის გრანდებს უნდა მიეღოთ. ახალ პროექტს ჩემპიონთა ლიგა სრულად უნდა ჩაენაცვლებინა. გასული წლის აპრილში არაერთმა გრანდმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ახალ ტურნირში მონაწილეობას აპირებდა, თუმცა ახლა პროექტს მხარს მხოლოდ ,,რეალი”, ,,ბარსელონა”, ,,იუვენტუსი” და ,,მილანი” უჭერენ. შარშან უეფამ ინგლისის, იტალიისა და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციებთან ერთად, გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ ახალ სუპერლიგაში თამაშის შემთხვევაში, ფეხბურთელებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა და ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობა აეკრძალებათ.

სხვა სტატიები