Belive

ჩეფერინი: "ყველაფერი 3 აგვისტომდე უნდა დასრულდეს"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინიმ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის დასრულების შესაძლო ვარიანტების შესახებ ისაუბრა. "3 აგვისტოს ყველაფერი უნდა დასრულდეს. ეს ეხება როგორც ჩემპიონთა, ისე ევროპის ლიგას. ეს უპრეცედენტო სიტუაციაა და მას უნდა მოვერგოთ. მატჩების ჩატარება იმ დღეებშიც კი შეიძლება, როცა ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრები გაიმართება. ჩვენ კრიზისში ვართ და ახლა მთავარი ამოცანაა, რომ ფეხბურთელების, მსაჯების და გულშემატკივრების ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას. თუ საჭირო იქნება, ერთმატჩიანი ფლეი-ოფის ჩატარებაც შეიძლება ნეიტრალურ არენაზე",-განაცხადა ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიური გავრცელების შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაში მერვედფინალური ეტაპიც კი არ დასრულებულა.

სხვა სტატიები