Belive

ჩიხურამ ევროპა ლიგაზე ლუქსემბურგის გუნდს მოუგო

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გაიმართა. საჩხეეის "ჩიხურამ" სტუმრად ლუქსემბურგის "ფოლა ეშ"-ს 1:2 მოუგო. სოსო ფრუიძის გუნდმა პირველი ტაიმის 23-ე წუთზე გოლი პენალტით გაუშვა, თუმცა მე-2 ნახევარში თამაში გამოასწორა და მეტოქეს აქტიურად შეუტია. 59-ე წუთზე ჯერ სარდალიშვილმა გაიტანა, მატჩის მიწურულს, 86-ე წუთზე კი - კორიფაძემ, პენალტით. საპასუხო დაპირისპირება "ჩიხურასა" და "ფოლა ეშს" შორის ზუსტად 1 კვირაში გაიმართება.  

სხვა სტატიები