Belive

ჩილეში კოლო-კოლოს სტადიონის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,კოლო-კოლოს'' სტადიონის - ,,მონუმენტალის'' სახურავის ნაწილი გუნდის ღია ვარჯიშის დროს ჩამოინგრა. ვარჯიშს ათიათასობით ადამიანი ესწრებოდა.

ჩილური მედიის ცნობით, შემთხვევის ადგილას სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური და მაშველები მივიდნენ.

როგორც გაზეთი La Tercera წერს, რვა ადამიანს მსუბუქი დაზიანება აქვს, ორს კი მოტეხილობა, მაგრამ სერიოზულად არავინ დაშავებულა.

სოციალურ ქსელში ინციდენტის ამსახველი კადრები ვრცელდება:

სხვა სტატიები