Belive

ჩილეში სანჩესის ქანდაკება დააზიანეს (ფოტოები)

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
The Sun-ის ინფორმაციით, მილანის "ინტერისა" და ჩილეს ნაკრების თავდამსხმელის ალექსის სანჩესის ქანდაკება დაზიანებულია. 31 წლის ფეხბურთელის მონუმენტი მშობლიურ ქალაქ ტოკოპილაშია განთავსებული, ხულიგნებმა შელახეს. გამოსახულებას სახის ნაწილი მოტეხილი აქვს და დაზიანებულია მარჯვენა ფეხი. ასევე წაშლილია სანჩესის საყვარელი 7 ნომერი, რომელსაც ის კარიერის უმეტესი ნაწილი ატარებს. სანჩესის ქანდაკება ჩილეში 2017 წელს განათავსეს. რამდენიმე დღის წინ, ანალოგიური ვანდალური ფაქტი შვედეთში მოხდა, სადაც გაცხარებულმა გულშემატკივრებმა ზლატან იბრაჰიმოვიჩის გამოსახულებას შეუტიეს.
20200107_150713

სხვა სტატიები