Belive

ჩინელმა ბიზნესმენმა გუნდი შეიძინა - მან შვილთან ერთად ითამაშა (ვიდეო)

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

საკმაოდ ხშირად ბიზნესმენები საფეხბურთო გუნდებს ყიდულობენ. ზოგიერთი მათგანი ამას ფეხბურთის სიყვარულის გამო აკეთებს, დანარჩენ შემთხვევაში კი მათ სხვადასხვა ფინანსური დაინტერესება აქვთ. ჩინეთის მე-2 ლიგაში მომხდარი ფაქტი კი საკმაოდ საინტერესოა. ბიზნესმენმა სახელად - შიჰუა გუნდი "ზიბო კუხუ" შეიძინა. 35 წლის კაცმა ფეხბურთის თამაში თავადაც გადაწყვიტა და 10 ნომრიანი მაისური მოირგო.

ჩინური გუნდის მფლობელის გარდა, გუნდში ახლახანს მისი შვილიც გამოჩნდა. შიშიუას სურვილით, "ზიბო კუხუს" რიგებში შიჰუას ვაჟიც თამაშობს. მიუხედავად იმისა, რომ ბიჭი წარბწონიანია, ის ჩინეთის მე-2 ლიგაში მაინც ასპარეზობს, თანაც - საკუთარი გუნდის სტანდარტულებს თავად ასრულებს. არც თუ ისე მოულოდნელად, "ზიბო კუხუს" 5 ტურის შემდეგ ერთადერთი ქულა აქვს და ჩემპიონატში ბოლო ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები