Belive

ჩირო იმობილემ ვატიკანის XI-ისა და ლაციოს სტაფის მატჩი იმსაჯა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და "ლაციოს" ცენტრფორვარდმა - ჩირო იმობილემ, რომის პაპის მოთხოვნით, ვატიკანის თერთმეტეულისა და ლაციოს კლუბის სტაფის მატჩი იმსაჯა.

ვატიკანის თერთმეტეული და ლაციოს კლუბის სტაფი ერთმანეთს საქველმოქმედო მატჩში დაუპირისპირდნენ. მსაჯის რანგში, ჩირო იმობილემ 2 თერთმეტმეტრიანი დანიშნა, საბოლოოდ მატჩი კი 7:7 დასრულდა. წინა დღეს კი ჩირო იმობილე საკუთარ კლუბს, სერია ა-ს მატჩში "იუვენტუსის" წინააღმდეგ, ტრავმის გამო ვერ დაეხმარა. 31 წლის ცენტრფორვარდი ევროპა ლიგის მე-5 ტურის მატჩში, სადაც "ლაციო" მოსკოვის "სპარტაკს" შეხვდება, სავარაუდოდ კლუბს დაუბრუნდება და თამაშს შეძლებს. ფ  

სხვა სტატიები