Belive

ჩისკო: "ეს ფეხბურთია და აქ მსაჯები ხშირად ცდებიან" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"საბურთალოსთან" უგოლოდ დასრულებული უმნიშვნელოვანესი დაპირისპირების შემდეგ, "დინამო თბილისის" მწვრთნელმა ჩისკო მუნიოსმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. "მართლაც კარგი შეხვედრა გამოვიდა. ორივე გუნდი მობილიზებული იყო და კარგად თამაშობდა.  გოლის გატანის კარგი შანსები გვქონდა. ასეთ შეხვედრაში პატარა დეტალებსაც კი ძალიან ბევრი რამის შეცვლა შეუძლიათ. შეიძლებოდა "საბურთალოს" მეკარის გაძევებაც, თუმცა ეს ფეხბურთია და მსაჯები ხან ერთ მხარეს ცდებიან, ხან მეორეს",-თქვა  ესპანელმა სპეციალისტმა.

სხვა სტატიები