Belive

ჩისკო მუნიოსი უოტფორდის მთავარი მწვრთნელი გახდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
თბილისის "დინამოს" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, 40 წლის ესპანელი სპეციალისტი ჩისკო მუნიოსი ინგლისის ჩემპიონშიპში მოასპარეზე "უოტფორდის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ინგლისურმა კლუბმა ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნა ოფიციალურად დაადასტურა.
 
კლუბის განცხადებაში ნათქვამია: "უტფორდი მოხარულია დაადასტუროს ჩისკო მუნიოსის მთავარ მწვრთნელად დანიშვნა". 40 წლის სპეციალისტი, რომელიც შემტევი ფილოსოფიის მომხრეა, სულ ახლახან თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი იყო, მან გუნდს ჩემპიონის ტიტული მოაპოვებინა. მუნიოსს სამწვრთნელო გამოცდილება აქვს მიღებული ესპანურ გუნდებშიც, მაგალითად, "ხიმნასტიკსა" და "პობლა მაფუმეტში". ის "ვალენსიას" იმ შემადგენლობაში შედიოდა, რომელმაც 2003-04 წლების სეზონში უეფას თასი და ლა ლიგა მოიგო. მოთამაშეობის პერიოდში ყოფილი შემტევი თამაშობდა "რეაკრეატივოში", "ტენერიფეში", "ბეტისში", "ლევანტეში", "თბილისის დინამოსა" და "ხიმნასტიკში". "უტფორდში" მუნიოსს შეუერთდებიან რობერტო კუესტა (მწვრთნელის თანაშემწე) და ხორხე აბელა (ფიზიკური მომზადების მწვრთნელი). ინგლისის ჩემპიონშიპში გამართული 20 შეხვედრის შემდეგ "უტფორდი" 34 ქულით სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციაზე იმყოფება.

სხვა სტატიები