ჩისკო მუნიოსის წარმატებული დებიუტი ჩემპიონშიპში

თბილისის “დინამოს” ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჩისკო მუნიოსი ცოტა ხნის წინ ჩემპიონშიპში (ინგლისის რანგით მეორე დივიზიონი) მოასპარეზე “უოტფორდის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

40 წლის ესპანელი სპეციალისტის დებიუტი “უოტფორდის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჩემპიონშიპის 21-ე ტურში, ლიდერ “ნორვიჩთან” შედგა.

ინგლისური სამწვრთნელო კარიერა ჩისკოსთვის წარმატებით დაიწყო, “უოტფორდმა” “ნორვიჩს” ანგარიშით 1:0 მოუგო. შეხვედრის ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის 39-ე წუთზე ისმაილა სარმა გაიტანა.

აღნიშნულ შეხვედრაში მოპოვებული სამი ქულით 21 შეხვედრის შემდეგ “უოტფორდს” 37 ქულა მოუგროვდა და ლიდერ “ნორვიჩს” 6 ქულით ჩამორჩება.

“უოტფორდის” მთავარი მიზანი შემდეგ სეზონში პრემიერ ლიგაში დაბრუნებაა.

მატჩის შემდეგომ კომენტარი გააკეთა “უოტფორდის” თავკაცმა ჩისკო მუნიოსმა.

მან მადლობა გადაუხადა მოთამაშეებს და თქვა, რომ ბედნიერია, რადგან ყველაფერი გააკეთეს გამარჯვების მოსაპოვებლად. ჩისკომ აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია მომავალი გამარჯვებების გზაზე. ესპანელი სპეციალისტი კმაყოფილი დარჩა “უოტფორდის” კარგი გუნდური თამაშით. მუნიოსს კარგად ესმის, რომ წინ დიდი და არცთუ იოლი გზაა გასავლელი, მაგრამ თვლის, რომ ახლა ზეიმის დროა, რადგან ძალიან რთულ შეხვედრაში შეძლეს გამარჯვების მოპოვება.

ასევე იხილეთ “უოტფორდისა” და “ნორვიჩის” შეხვედრის მიმოხილვა:

(104)

ჩისკო მუნიოსის წარმატებული დებიუტი ჩემპიონშიპში

სტატიის ავტორი
-