Belive

ჩისკო: "უოტფორდმა მანჩესტერთან მხეცივით უნდა ითამაშოს"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"უოტფორდის" მთავარის მწვრთნელის, ჩისკო მუნიოსის განცხადებით, "მანჩესტერ იუნაიტედის" დასამარცხებლად მისმა გუნდმა FA თასის მესამე რაუნდში მაქსიმუმი უნდა გამოავლინოს.  9 იანვარს, 23:59-ზე, "ნისლიან ალბიონზე" გადაბარგებულ ჩისკოს, ოლე გუნარ სოლსკიაერის "მანჩესტერ იუნაიტედთან" მოუწევს დაპირისპირება და ბუნებრივია, ამ მატჩისადმი ინტერესი საკმაოდ დიდია.
"მთავარია, რომ გუნდმა მხეცივით იბრძოლოს და სიამოვნება მიიღოს. ვიცი, რომ რთული მატჩი გველოდება - მანჩესტერი შესანიშნავი გუნდია, ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავიღოთ და მოვინდომოთ, რათა ჩვენმა გულშემატკივარმა "უოტფორდის" თამაშით ისიამოვნოს. ჩვენ სათამაშოდ მაქსიმალური ამბიციებით გავდივართ. ძალიან ბევრს ვშრომობთ და მნიშვნელოვანია იმისი დანახვა, თუ როგორ ვვითარდებით თამაშიდან თამაშამდე. ჩვენი მიზანი ამ მიდგომისა და მონდომების შენარჩუნებაა", - განაცხადა ესპანელმა.
"დინამო თბილისის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა "უოტფორდი" 2020 წლის ბოლოს ჩაიბარა - მისი ხელმძღვანელობით, გუნდმა 2 მატჩი ჩაატარა (1 მოგება, 1 მარცხი) და ამჟამად, ჩემპიონშიპში მე-6 ადგილზე იმყოფება.

სხვა სტატიები