Belive

ჩისკო | ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ინგლისის ასოციაციის თასზე, "მანჩესტერ იუნაიტედთან" განცდილი მარცხის შემდეგ, "უოტფორდის" მთავარი მწვრთნელი - ჩისკო, აღნიშნავს, რომ მისმა ფეხბურთელებმა ბრძოლისუნარიანობა და თავგანწირვა გამოავლინეს. ჩისკოს მტკიცებით, ის ამაყობს "უოტფორდის" ფეხბურთელებით. სკოტ მაკტომინაის მიერ, შეხვედრის საწყის წუთებზე გატანილი გოლი დაპირისპირებაში ერთადერთი აღმოჩნდა. "მანჩესტერ იუნაიტედმა" მინიმალური სხვაობით (1:0) გაიმარჯვა და ასოციაციის თასის მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. მატჩის დასრულების შემდეგ, ჩისკომ საინტერესო კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ "უოტფორდის" ფეხბურთელები ყოველდღიურად "იზრდებიან" და უკეთეს ფეხბურთს თამაშობენ. "ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ. ისინი ყოველდღიურად იზრდებიან და ყოველდღიურად თავდაუზოგავად შრომობენ. ამ შემართებით უნდა განვაგრძოთ. ვფიქრობ, დღევანდელი პერფორმანსით ფანები კმაყოფილი უნდა იყვნენ. მატჩის განმავლობაში მუდმივად ვცდილობდით მოწინააღმდეგე წნეხში მოგვექცია და ზეწოლა გაგვეზარდა. ვცდილობდით ბურთის სწრაფად ართმევაზე გვემუშავა. შეიძლება ითქვას, რომ დღეს რთული მატჩი გვქონდა, მაგრამ ჩვენმა გუნდმა თავი შესანიშნავად წარმოაჩინა. ბიჭების მონდომებით კმაყოფილი ვარ. ფეხბურთელებმა თავდაუზოგავად იშრომეს. ასე თამაში ადვილი არაა, თუმცა ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია - თავდაუზოგავი შრომა უნდა განვაგრძოთ. ჯერ კიდევ გვაქვს გარკვეული მცირედი დეტალები გამოსასწორებელი და წინსვლა ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა განვაგრძოთ ", - აღნიშნა ჩისკომ.

სხვა სტატიები