Belive

ჩისკო: "ზეწოლას გავუძელით, რთული პერიოდი გადავლახეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დინამო თბილისი საქართველოს ჩემპიონია. "ვიტ ჯორჯიასთან" ბოლო ტურში 2:0 გამარჯვების შემდეგ, თბილისელთა მწვრთნელმა ჩისკო მუნიოსმა ტრიუმფალურად დასრულებული გათამაშება შეაფასა. "სეზონი ძალიან რთული გამოვიდა, განსაკუთრებით საწყისი პერიოდი. რთული მომენტები გადავლახეთ, ბევრ ზეწოლას გავუძელით და დღეს დამსახურებული ჩემპიონები ვართ. ბედნიერები ვართ ამ გამარჯვებით, ახლა ჩემპიონობის აღნიშვნის და ზეიმის დროა, ხვალიდან ახალ სეზონზე და ჩემპიონთა ლიგაზე ფიქრს დავიწყებთ",-თქვა ესპანელმა სპეციალისტმა. "დინამომ" 23 მოგებითა და 6 ფრით 75 ქულა დააგროვა, უშუალო კონკურენტებს ბათუმის "დინამოსა" და "საბურთალოს" აჯობა და პირველი ადგილი დაიკავა.

სხვა სტატიები