Belive

ჩისკოს გუნდის დრამატული გამარჯვება - უოტფორდი ჩემპიონშიფში მეორე ადგილს ინარჩუნებს (ვიდეო)

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ჩემპიონშიფის 36-ე ტურის შეხვედრაში, "უოტფორდმა" "კარდიფი" დრატამულ შეხვედრაში - 2:1 დაამარცხა. ჩისკოს გაწვრთნილმა გუნდმა გამარჯვების მოპოვება 93-ე წუთზე მოახერხა, როცა ანგარიში - 1:1 იყო და ადამ მასინამ მეტოქის კარის დალაშქვრა საჯარიმო დარტყმით შეძლო. ეს ჩრდილოეთ ლონდონური კლუბისთვის ზედიზედ მეოთხე, ესპანელი სპეციალისტისთვის კი ახალ კლუბში რიგით მე-11 მოგება გახლდათ. ამ გამარჯვების და ჩატარებული 36 ტურის შემდეგ, "უოტფორდს" 69 ქულა აქვს და ცხრილში მეორე ადგილს იკავებს, თუმცა ასეთივე მაჩვენებელი აქვს ერთი მატჩით ნაკლების ჩამტარებელ "სოუნსის". შემდეგ ტურში, "დინამო თბილისის" ყოფილი თავკაცი 16 მარტს, "როტერჰემს" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები