Belive

ჩისკოს მეორე გამარჯვება უოტფორდში - ლონდონელები პლეი-ოფის ზონაში დამკვიდრდნენ 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"დინამო თბილისის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჩისკო მუნიოსმა "უოტფორდის" მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, მეორე შეხვედრა მოიგო. ესპანელმა სპეციალისტმა ინგლისის ჩემპიონშიფის 24-ე ტურის ეგიდით გამართულ მატჩში "ჰადერსფილდს" 2:0 სძლია. მისი გუნდის რიგებიდან გოლები ტომ კლევერლიმ და ჟოაო პედრომ გაიტანეს. ეს 40 წლის მწვრთნელისთვის ლონდონურ კლუბში მეოთხე მატჩი გახლდათ. სადებიუტო შეხვედრაში მან ინგლისის რანგით მეორე დივიზიონის ლიდერი "ნორვიჩი" დაამარცხა (1:0), შემდეგ ტურში პრემიერლიგაში გადასვლის კიდევ ერთ ფავორიტ "სოუნსისთან" - (1:2) დამარცხდა, ასოციაციის თასს "მანჩესტერ იუნაიტედთან" მარცხით (0:1) გამოეთიშა, ახლა კი ორმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა. 23 ჩატარებული მატჩის შემდეგ, "უოტფორდს" 40 ქულა აქვს და მეხუთე პოზიციას იკავებს. საუკეთესო ორი გუნდი პრემიერლიგის საგზურს პირდაპირ მოიპოვებს, კიდევ 4 კი ერთმანეთს პლეი-ოფში დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები