Belive

ჩისკოს ზედიზედ მეორე გამარჯვება - უოტფორდი მესამე ადგილზე აღზევდა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ჩემპიონშიფის 24-ე ტურის შეხვედრაში, "უოტფორდმა" "ბარნსლის" უმასპინძლა და - 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გატანილი გოლის ავტორი მასპინძელი გუნდის კაპიტანი და თილისმა ტროი დინი გახდა, რომელმაც მეტოქის კარი 27-ე წუთზე, თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან ზუსტი დარტყმით აიღო. ეს "დინამო თბილისის" ყოფილი თავდამსხმელის და მთავარი მწვრთნელის ჩისკო მუნიოსისთვის ზედიზედ მეორე, მთლიანად "უოტფორდის" თავკაცის რანგში კი მესამე გამარჯვება გახლდათ. ამ მოგებით, "უოტფორდმა" 43 ქულა დააგროვა და მეექვსედან მესამე ადგილამდე აღზევდა, მეორე პოზიციაზე მყოფ "სოუნსის" კი 3 ქულით ჩამორჩება. ეს 40 წლის სპეციალისტისთვის, რომელიც წინა ორ სეზონში საქართველოს ეროვნული ლიგის გამარჯვებული გახდა, ლონდონურ კლუბში მეხუთე მატჩი გახლდათ. სადებიუტო შეხვედრაში მან ინგლისის რანგით მეორე დივიზიონის ლიდერი "ნორვიჩი" დაამარცხა (1:0), შემდეგ ტურში პრემიერლიგაში გადასვლის კიდევ ერთ ფავორიტ "სოუნსისთან" – (1:2) დამარცხდა, ასოციაციის თასს “მანჩესტერ იუნაიტედთან” მარცხით (0:1) გამოეთიშა, ახლა კი ორმატჩიანი წაგებათა სერია ზედიზედ ორი გამარჯვებით შეწყვიტა ("ჰადერსფილდთან" - 2:0 და "ბარნსლისთან" 1:0).

სხვა სტატიები