Belive

ჩისკოს ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - უოტფორდმა მესამე ადგილი გაიმყარა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ჩემპიონშიფის 43-ე ტურის შეხვედრაში, პრემიერლიგის საგზურის მაძიებელმა "უოტფორდმა" სტუმრად "ბლექბერნი" (3:2) დაამარცხა. ჩისკო მუნიოსის გაწვრთნილმა გუნდმა შეხვედრაში წარმატებას გამოკვეთილი ლიდერის, ტროი დინის გარეშე მიაღწია, რომელმაც "მდინარისპირელებთან" მატჩი წვივის კუნთის ტრავმის გამო გამოტოვა. "დინამო თბილისის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა თავის ახალ გუნდთან ერთად, ინგლისის რანგით მეორე დივიზიონში მიჯრით მეოთხე მატჩი მოიგო, საერთო ჯამში კი ნისლიან ალბიონზე გადაბარგების შემდეგ მერვე გამარჯვება აღნიშნა. "უოტფორდს" 17 მოგებითა და 9 ფრით 60 ქულა აქვს დაგროვილი და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციას იკავებს, მეორე ადგილზე მყოფ "ბრენტფორდს" კი მხოლოდ ბურთების უარესი შეფარდებით ჩამორჩება. უახლოეს მდევად "სოუნსის" 1 ქულითა და ორი მატჩით ნაკლები აქვს. შემდეგ შეხვედრას ჩისკოს გუნდი 27 თებერვალს, ისევ მეტოქის მოედანზე, ამჯერად "ბორნმუთის" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები