Belive

ჩრდ.მაკედონია - საქართველო: ჯვაროსნების სავარაუდო შემადგენლობა 

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მეოთხე ტურის შეხვედრას მნიშვნელოვანი დანაკლისით ხვდება. ტრავმის გამო, გუნდს გურამ კაშია, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი აბურჯანია დააკლდება. ყვითელი ბარათების გამო დისკვალიფიკაცია აქვს გუნდის კაპიტანს და შეუცვლელ ფიგურას ჯაბა კანკავას, დავით ხოჭოლავამ კი ნაკრების შეკრება დონეცკის "შახტარში" არსებული კორონავირუსის ეპიდემიის გამო დატოვა. გამო გუნდს ვერ დაეხმარება ვერც თორნიკე ოქრიაშვილი, რომლის მცირე ტრავმაც ვლადიმირ ვაისმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე დაადასტურა. საინტერესოა, რა შემადგენლობით ითამაშებს სლოვაკი სპეციალისტი არსებული საკადრო პრობლემების ფონზე. ვიდრე, "ჯვაროსნების" სასტარტო თერთმეტეული ცნობილი გახდება, იმ ფეხბურთელებისგან შემდგარ გუნდს წარმოგიდგენთ, რომელმაც, Live.ge-ს ვერსიით, სკოპიეში გასამართი შეხვედრა პირველივე წუთიდან უნდა დაიწყოს. სავარაუდოდ, ვლადიმირ ვაისი ბოლო პერიოდში საქართველოს ნაკრებისთვის აპრობირებულ - 4-2-3-1 სქემას გამოიყენებს, რომლითაც ჩვენმა გუნდმა უმნიშვნელოვანესი მატჩების მოგება და ქულების დაგროვება მოახერხა. მეკარე: გიორგი ლორია. მცველები: ნიკოლოზ მალი, სოლომონ კვირკველია, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი. ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი, ვაკო გვილია, ლევან შენგელია, ოთარ კიტეიშვილი, ხვიჩა კვარაცხელია. თავდამსხმელი: ვაკო ყაზაიშვილი.
ჩრდ. მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრა 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.  

სხვა სტატიები