Belive

ჩრდ. მაკედონიასთან კვარაცხელიას და შენგელიას გარეშე?!

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ხვიჩა კვარაცხელია და ლევან შენგელია ჩრდილოეთ მაკედონიასთან გასამართ ისტორიულ მატჩს გამოტოვებენ.
უეფას პროტოკოლის თანახმად, ოფიციალურ მატჩამდე ორი დღით ადრე (10 ნოემბერს) როგორც ფეხბურთელების, ისე გუნდთან დაკავშირებული ოფიციალური პირების სავალდებულო ტესტირება მოხდა. 10 ნოემბრის ტესტმა ორ ფეხბურთელზე დადებითი პასუხი აჩვენა. ხვიჩა კვარაცხელიას და ლევან შენგელიას განმეორებითი ტესტის შედეგად ვირუსი დაუდასტურდათ. ფეხბურთელები, პროტოკოლის შესაბამისად, იზოლაციაში იმყოფებიან და მომდევნო დღეებში, სამედიცინო ჯგუფის მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან," - ვკითხულობთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.
აღნიშნულთან დაკავშირებით, თავდაპირველად კულუარული ინფორმაცია გავრცელდა. დამატებით ეჭვს ბადებდა ისიც, რომ სფფ-ს მიერ გამოქვეყნებულ, ნაკრების ვარჯიშის ამსახველ ფოტოებში, კვარაცხელია და შენგელია არ ფიგურირებდნენ. ასევე შეგახსენებთ, რომ ისტორიულ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ბრწყინვალედ მოასპარეზე გიორგი ჩაკვეტაძე, რომელსაც საკმაოდ დიდი ხანია ტრავმა აწუხებს. მატჩი 12 ნოემბერს, 21:00-ზე გაიმართება.

სხვა სტატიები