Belive

ჩრდ. მაკედონიელი გულშემატკივრების კომენტარები საქართველოსთან მატჩამდე - "სახალისოა ქართველი გულშემატკივარის მუქარა..."

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები ჩრდ. მაკედონიას ესტუმრება. მატჩი 9 ივნისს, 22:45 საათზე დაიწყება. მატჩამდე ერთი დღით ადრე, მაკედონიელი გულშემატკივრები სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურობენ, როგორც ჩანს ისინი საკმაოდ აქტიურად ელოდებიან კარგ ფორმაში მყოფ "ჯვაროსნებთან" შეხვედრას.
"საქართველომ ეს ციკლი ძალიან კარგად დაიწყო, ჩვენ კი გიბრალტართან მეორე ტაიმი საშინლად ვითამაშეთ. ხვალ გამოჩნდება თუ ვინ არის C ლიგის მეოთხე ჯგუფის საუკეთესო გუნდი, ჩვენ თუ საქართველო". "თუ ისე ვაპირებთ თამაშს, როგორც გიბრალტართან მეორე ტაიმში, ასე არაფერი გამოგვივა. საქართველო სერიოზულ ფეხბურთს თამაშობს".  "ბულგარეთთან და გიბრალტართან გამოჩნდა, რომ ჩვენი ნაკრების თამაშის ხარისხი მკვეთრად გაუარესებულია, ყველაფერი ხუთშაბათს, საქართველოს ნაკრებთან გამოჩნდება".  "ამ ციკლში ანტი-ფეხბურთს ვთამაშობთ, ასეთი თამაშით საქართველო გაგვანადგურებს".  "ჩვენ გიბრალტარს ძლივს მოვუგეთ 0:2, საქართველო კი ბულგარეთს 30 წუთში ანადგურებდა თამაშით და ანგარისი 0:2 იყო, ვგონებ ძალიან გაგვიჭირდება".  "სახალისოა ქართველი გულშემატკივარის მუქარა, ეტყობა მათ არ ახსოვთ, რომ ბოლო 3 თამაშიდან ვერცერთი ვერ მოგვიგეს და ევროპის ჩემპიონატზეც ჩვენ გავედით".
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩრდ. მაკედონიელი გულშემატკივრები, ძალზედ გაბრაზებულები არიან მაკედონიის ფეხბურთის ფედერაციაზე. გულშემატკივრები ბილეთის ფასის ზრდას აპროტესტებენ და სოციალურ ქსელში წერენ, რომ პროტესტის ნიშნად ისინი თამაშს არ დაესწრებიან.
სტატიის მთავარ ფოტოზე გამოყენებული ხვიჩა კვარაცხელიას სურათი, გადაღებულია ლევან ვერძეულის მიერ. 

სხვა სტატიები