Belive

ჩრდ. მაკედონიის ნაკრების მწვრთნელი: "საქართველოსთან 10 კაცით თამაშს მივეჩვიეთ" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის ნაკრებებს შორის ფრედ დასრულებული შეხვედრის (1:1) შემდეგ, "ჯვაროსნების" მეტოქე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ კომენტარი გააკეთა. "ამ მატჩმა აჩვენა, რომ ჩვენ არ ვნებდებით მაშინაც კი, თუ მოედანზე კაცნაკლულები ვართ. რატომღაც ჩვენ შევეჩვიეთ, რომ საქართველოს წინააღმდეგ თამაშს ერთი ფეხბურთელით ნაკლებნი ვასრულებთ. მიუხედავად ამისა, ჩვენი ხასიათი გამოვავლინეთ და მეტოქეს არაფერი დავუთმეთ. ოფიციალურ სიაში 23 მოთამაშე გვყავდა, თუმცა განაცხადში მოხვედრილმა ფეხბურთელებმა იძულებით დაგვტოვეს და ამის შემდეგ ახალწვეულების გამოძახება მოგვიწია. რაც შეეხება თბილისში გასამართ შეხვედრას, იქ ჩვენ იმ ფეხბურთელებს მოვიწვევთ, რომლებსაც საუკეთესო სათამაშო ფორმა ექნებათ. ყველას ჯანმრთელობას და მზადყოფნას ვუსურვებ, იმედია ჩვენი გეგმები წარმატებულად განხორციელდება", - თქვა ანგელოვსკიმ. საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის ნაკრებების შეხვედრა მიმდინარე წელს მესამედ და საბოლოოდ 12 ნოემბერს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ მატჩში, "დინამო არენაზე" შედგება.

სხვა სტატიები