Belive

ჩრდილოეთ კორეის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევს არ ითამაშებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

აზიის ფეხბურთის კონფედერაციის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოეხსნა.

,,ჩრდილოეთ კორეის ფეხბურთის ასოციაციამ დღეს აზიის შესარჩევი ეტაპიდან გასვლა დაადასტურა,'' - ვკითხულობთ აზიის ფეხბურთის კონფედერაციის ოფიციალურ განცხადებაში, სადაც მიზეზებზე არაფერია ნათქვამი.
ოფიციალურ მიზეზი არც ჩრდილოეთ კორეას დაუსახელებია, თუმცა თუ სამხრეთ კორეულ მედიას დავუჯერებთ, საქმე კორონავირუსის პანდემიას ეხება. Covid 19-ის გავრცელების გამო, აზიაში შესარჩევი ეტაპის მატჩები 2019 წლის ნოემბრიდან არ გამართულა. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩრდილოეთ კორეას სამხრეთ კორეაში, თურქმენეთთან, ლიბანთან და შრი ლანკასთან ერთად უნდა ეთამაშა. მატჩები ივნისშია ჩანიშნული.

 

სხვა სტატიები