Belive

ჩრდილოეთ მაკედონია საქართველოსთან მატჩისთვის განაცხადს ვერ ავსებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩრდილოეთ მაკედონია 14 ოქტომბერს საქართველოსთან გასამართი მატჩისთვის განაცხადის შევსებასაც ვერ ახერხებს. დიდი დანაკლისიდან გამომდინარე, მაკედონიელმა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ გადაწყვიტა, რომ ფეხბურთელებს ადგილობრივი ჩემპიონატიდან უხმოს. თავდაპირველად, საქართველოს ნაკრების მეტოქე აპირებდა, რომ განაცხადისთვის რუმინეთში მყოფი ლეგიონერები დაემატებინა, თუმცა კორონავირუსის გამო არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე, სტეფან აშკოვსკი (ბოტოშანი) და დავიდ ბაბუნსკი (დინამო ბუქარესტი) სამშობლოში ვერ დაბრუნდნენ. გამოუვალი სიტუაციიდან გამომდინარე, ანგელოვსკიმ 1 ფეხბურთელს 21-წლამდე ნაკრებიდან უხმო, რამდენიმე ადგილი კი "ვარდარისა" და "შკენდიას" წევრებით შეავსო.
"მოთამაშეთა მოძიება ადგილობრივი ჩემპიონატიდან მომიწია, რადგან რეგულაციებმა არ მომცა შესაძლებლობა, გუნდში ლეგიონერები გამომეძახებინა. არასახარბიელო სიტუაციაში ვართ, თუმცა საქართველოსა და სომხეთის ფრემ ძალიან გაგვახარა," - განაცხადა ანგელოვსკიმ.

სხვა სტატიები