Belive

კრის სმოლინგმა შესაძლოა მანჩესტერი დატოვოს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს განცხადებით, კრის სმოლინგმა კარიერა შესაძლოა "რომაში" გააგრძელოს. ჯანლუკა დი მარციო ცნობილია იმით, რომ მის მიერ გავრცელებული სატრანსფერო ინფორმაცია, უმეტეს შემთხვევაში, სიმართლეს შეესაბამება. დი მარციოს ინფორმაციით, სმოლინგი "რომაში" 1 სეზონის განმავლობაში ითამაშებს, "მანჩესტერ იუნაიტედი" კი 3 მილიონ ევროს მიიღებს. "მანჩესტერ იუნაიტედში" ჰარი მაგუაირის მისვლის შემდეგ, სმოლინგმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, რადგან მაგუაირთან ერთად, ოლე გუნარ სოლსკიაერი ნდობას ვიქტორ ლინდელოფს უცხადებს. კრის სმოლინგი 2010 წელს "მანჩესტერმა" სერ ალექს ფერგიუსონის მოთხოვნით შეიძინა. ის იმ რამდენიმე ფეხბურთელს შორის შედის, რომელიც ამჟამინდელი შემადგენლობიდან, ფერგიუსონის პერიოდშიც თამაშობდა. 29 წლის ფეხბურთელს "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. როგორც იტალიური მედია იტყობინება, სმოლინგი 1 წელიწადში კვლავ ინგლისში დაბრუნდება. მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში, "მანჩესტერ იუნაიტედიდან" სერია ა-ში 3 ფეხბურთელი გადავიდა სათამაშოდ: კრის სმოლინგი, რომელუ ლუკაკუ ("ინტერში" 74 მლნ. ევროს სანაცვლოდ) და ალექსის სანჩესი ("ინტერი," იჯარის წესით).  

სხვა სტატიები