Belive

ჩუპო მოტინგის კომენტარი ატალანტასთან მატჩის შემდეგ

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალურ მატჩში "პსჟ"-მ "ატალანტა" დრამატულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. პარიზელები ბოლო წამამდე მარცხდებოდნენ, თუმცა 90-ე და 93-ე წუთზე გატანილი გოლებით ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს. თამაშის გმირმა მაქსიმ ჩუპო-მოტინგმა, რომელმაც იტალიელთა კარში გამარჯვების გოლი გაიტანა, მატჩისშემდგომი კომენტარი გააკეთა:
"შესანიშნავი მატჩი იყო, მეტოქემ ძალიან კარგად ითამაშა. როდესაც მოედანზე შემოვდიოდი, ვფიქრობდი: "ჩვენ ვერ წავაგებთ, სახლში ასე ვერ წავალთ." მჯეროდა როგორც საკუთარი თავის, ასევე გუნდის, დანარჩენი კი უკვე პარიზის ისტორიაა."

სხვა სტატიები