Belive

"ჩვენ არ გვყავს მესი და რონალდუ" - გვარდიოლამ სიტის ფეხბურთელები შეაქო

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ, "ქალაქელთა" ფეხბურთელების მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა. გვარდიოლას მტკიცებით, "სიტის" მესი და რონალდუ არ ჰყავს, მაგრამ ამჟამინდელი შემადგენლობა ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება და დაკისრებულ მოვალეობას შესანიშნავად ართმევს თავს. "ტოტენჰემის" დამარცხების შემდეგ, "მანჩესტერ სიტიმ" ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა და პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში, ჩემპიონობის მთავარ პრეტენდენტად იქცა. "ქალაქელთა" ლიდერობა "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ლივერპულის" მიერ ქულების დაკარგვამ კიდევ უფრო სოლიდური გახადა.
2222

"ჩვენ არ გვყავს ფეხბურთელები, რომელთაც პირადად შეუძლიათ მატჩის მოგება. ჩვენ არ გვყავს მესი, რონალდუ, მბაპე, ნეიმარი - ამიტომ გამარჯვებას გუნდურად ვაღწევთ. გულწრფელად გეტვით, მოხარული ვიქნები გუნდსი ისეთი ფეხბურთელის ყოლით, რომელიც ყოველ მატჩში 4 გოლს იტანს და ბრწყინვალე დრიბლინგი აქვს." "მიუხედავად ყველაფრისა, ამ სეზონში მოასპარეზე არც ერთ ფეხბურთელს არ გავცვლი. თითოეული მათგანი ძალიან მნიშვნელოვანია. ფერნანდინიო არაერთხელ შევაქე - მოედანზე და მოედანს მიღმა ის ძალიან დიდ საქმეს აკეთებს, რათა ფეხბურთელებმა მძიმე მომენტები დაძლიონ და გუნდური სულისკვეთება აიმაღლონ." "დიდი გუნდები და დიდი ფეხბურთელები თავს რთულ მომენტებში იჩენენ. როდესაც სიტუაცია მარტივადაა, ყველა კარგად თამაშობს. მიმდინარე სეზონში არაერთი რთული მომენტი გვქონდა", - აღნიშნა პეპ გვარდიოლამ.

სხვა სტატიები