Belive

"ჩვენ გვაქვს ენფილდი და ყველამ იცის ეს რას ნიშნავს" - იურგენ კლოპი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

გულშემატკივართა დიდ ყურადღებას ერთ-ერთი წყვილი იქცევს, სადაც ერთმანეთს "ლივერპული" და მოქმედი ჩემპიონი "რეალი" დაუპირისპირდებიან. წილისყრის შემდეგ, მერსისაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა – იურგენ კლოპმა კომენტარი გააკეთა:

"რეალის რეკორდი ევროპაში საუკეთესოა, მაგრამ ყველამ იცის, რომ არც ჩვენია ცუდი. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს "ენფილდი" და ყველამ იცის ეს რას ნიშნავს."

მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩები 14, 15, 22 და 23 თებერვალს ხოლო საპასუხო შეხვედრები 14, 15, 21 და 22 მარტს გაიმართება.

სხვა სტატიები