Belive

"ფქვილის კრიზისია და ხორბალი დავთესოთ" - რას წერს ბოსნიელი ქომაგი საქართველოსთან მარცხზე

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება მოიპოვა - ვილი სანიოლის გუნდმა სტუმრად ბოსნია-ჰერცეგოვინა 0:1, ბუდუ ზივზივაძის გოლით დაამარცხა. "ჯვაროსნებთან" წაგების შემდეგ სოციალურ ქსელებში საკუთარი ნაკრები არაერთმა ბოსნიელმა გულშემატკივარმა გააკრიტიკა.
"ბიჭები ამას მიჩვეულები არიან, ჩვენი თამაში უკვე გულის ამრევია." "როგორ არ გრცხვენიათ." "თქვენ გაანადგურეთ ის ერთადერთი, რაც ამ ქვეყანაში ხალხს სიამოვნებას ანიჭებდა. გრცხვენოდეთ ყველას." "ჩვენ მივეკუთვნებით იმ გუნდებს, როგორებიცაა: სან მარინო, ლიხტენშტეინი და მალტა." "ასეთი ცუდები ვართ, რომ საქართველოსაც ვერ ვუგებთ? ფინეთი, მონტენეგრო და რუმინეთი ერთა ლიგაში გვაჯობებენ." "კარგია, თუ ყველა სტადიონზე ხორბალს დავთესავთ, ისედაც, ფქვილის კრიზისია."

სხვა სტატიები