Belive

"ჩვენს გულებში ხარ და არცერთი ჩვენგანი არ დაგივიწყებს" - კვარაცხელიამ და დავითაშვილმა გიორგი შაქარშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რუსეთის ჩემპიონატის ახალი სეზონის პირველ ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას და ზურიკო დავითაშვილის ყაზანის "რუბინი" მოსკოვის "ლოკომოტივთან" - 0:2 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, ორივე ქართველმა ტრაგიკულად გარდაცვლილი ქართველი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო. დავითაშვილმა და კვარაცხელიამ 19 წლის ასაკში დაღუპული "საბურთალოს" ფეხბურთელის გვარი და მარადიული ხსოვნის ნიშანი მაისურზე დაიწერეს. "შენ ხარ ჩვენს გულებში და არც ერთი ჩვენთაგანი დაგივიწყებს არასდროს", - წერს კვარაცხელია სოციალურ ქსელში.
19 წლის ფეხბურთელი 19 ივნისს, მცხეთის ტერიტორიაზე გაუჩინარდა, მდინარე არაგვისა და მტკვრის ტერიტორიაზე სამდღიანი ძებნის შემდეგ კი მისი ცხედარი მყვინთავებმა წყალში იპოვეს.

სხვა სტატიები