Belive

Corriere dello Sport: "კვარაცხელიამ შესაძლოა უდინეზეს წინააღმდეგ ითამაშოს"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიური მედია "ნაპოლისა" და ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო სიახლეს ავრცელებს.

კონკრეტულად, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი წერს, რომ 21 წლის ქართველმა ვარსკვლავმა ტრავმა მოიშუშა და სერია A-ს მე-15 ტურში, "უდინეზეს" წინააღმდეგ მისი თამაში რეალურია. გამოცემის ინფორმაციით, არის იმის შანსი, რომ კვარაცხელიამ თამაში სასტარტო შემადგენლობიდანვე დაიწყოს.

ხვიჩა კვარაცხელიას 2022/23 წლების სეზონში, ყველა ტურნირზე 17 შეხვედრაში 8 გოლი და 8 საგოლე პასი აქვს მოგროვებული.

"ნაპოლი" "უდინეზეს" 12 ნოემბერს უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები