Belive

Corriere dello sport: "ნაპოლის შედეგებში მთავარი გადამწყვეტი ფიგურა კვარაცხელიაა"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

​​ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული იტალიური გამოცემა corriere dello sport-ი საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს და "ნაპოლის" ბოლოდროინდელ წარმატებაში მის წვლილს ახსენებს.

"ირვინგ ლოსანოსა და მატიას ოლივეირას გოლების შემდეგ, ამ სეზონში "ნაპოლის" შემადგენლობიდან გატანილი გოლების ავტორების რაოდენობა უკვე 12-მდე გაიზარდა, რაც ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ეს არის ის შედეგი, რომლის უკანაც პირველ რიგში ხვიჩა კვარაცხელია დგას, რომელმაც უშუალოდ სერია A-ს ეგიდით გამართულ შეხვედრებში 7 გოლში პირადად მიიღო მონაწილეობა (5 გოლი და 2 საგოლე პასი), რაც გარდა ჩირო იმობილესი, იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში სხვას არავის გაუკეთებია და ეს ყველაზე მაღალი შედეგია.

გარდა ამისა, ქართველმა იტალიის სერია A-ში უკვე 2 პენალტი მოიპოვა, რაც "ბოლონიას" სანსონეს გარდა სხვას არავის გაუკეთებია", - წერს corriere dello sport-ი.

21 წლის ქართველი ამომავალი ვარსკვლავის აქტივში 2022 წელს საკლუბო და სანაკრებო შეხვედრებში 20 გოლი და 11 საგოლე გადაცემაა, რასაც ამხანაგურ მატჩებში გატანილი 4 გოლი და 1 საგოლე პასი ემატება. რაც შეეხება უშუალოდ “ნაპოლის” მაისურით ჩატარებულ ოფიციალურ მატჩებს აქ ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე, 2022/23 წლების სეზონში 6 გოლი, 5 საგოლე გადაცემა და 3 მოპოვებული პენალტი აქვს.

სხვა სტატიები