Belive

"დააბრუნეთ მოურინიო" - სიტის ფანები ლესტერთან მატჩისას ახალ ჩანტს მღერიან

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ამ წუთებში ინგლისის ლიგის თასის ეგიდით “ლესტერისა” და “მანჩესტერ სიტის” დაპირისპირება მიმდინარეობს, ქალაქელები მეტოქეს გასვლაზე ანგარიშით 0:1 ამარცხებენ, თუმცა უფრო საინტერესო ისაა, რომ მთელი მატჩის განმავლობაში "სიტის" ფანები ახალ ჩანტს სკანდირებენ - "დააბრუნეთ მოურინიო" ჟოზე მოურინიო "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ დღეს დილით გაათავისუფლა, "სიტის" გულშემატკივრებს კი რა თქმა უნდა ეს არ მოეწონათ, რადგანაც პორტუგალიელი სპეციალისტის მიერ გაწვრთნილი "წითელი ეშმაკები" არადამაჯერებლად გამოიყურებოდნენ და "სიტისთანაც" ხშირად მარცხდებოდნენ, საჩემპიონო ამბიციები კი ნაკლებად გააჩნდათ.

სხვა სტატიები