Belive

კრისტოფერ ოლსონის მატჩისწინა ინტერვიუ | შვედეთის ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა ცნობილია

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
დღეს, 11 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე, ბათუმის სტადიონზე, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში (საქართველოს ნაკრებისთვის ეს ბოლო მატჩია), საქართველოს საფეხბურთო ნაკრები შვედეთს უმასპინძლებს. მატჩის წინ კი, შვედეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ საიტზე, შვედი ნახევარმცველისა და "ანდერხლეხტის" ფეხბურთელის - კრისტოფერ ოლსონის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელიც საქართველოსთან გასამართ მატჩზე საუბრობს.

როგორი განწყობაა ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლოს წინა ტურის მატჩამდე? დღევანდელი მატჩისთვის ნაკრებში კარგი განწყობაა, ყველა ვიაზრებთ, რომ ძალიან ცოტა გვაკლია 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე, რომელიც ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. ამიტომ, ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოვიპოვოთ.

4 დღეში 2 მატჩი გაქვთ ჩასატარებელი, როგორ ფიქრობთ, არ გაგიჭირდებათ მოკლე პერიოდში 2 თამაშის ჩატარება? ეს ორი მატჩი უმნიშვნელოვანესია და სიტუაციას ეს ფაქტი უფრო ართულებს, თუმცა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მაქსიმალურად მზად ყოფნაში იყოს თითოეული ფეხბურთელი და დანაკარგის გარეშე ვითამაშოთ ორივე თამაში. ჩვენ ამისთვის მზად ვართ და შეგუებულებიც ვართ, რომ ყველანი მაქსიმალურად დავიხარჯებით.

საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაშს ძირითადში იწყებ, როგორ წინააღმდეგობას ელით მეტოქისგან? დიახ, პირველ მატჩში საკუთარ მოედანზე თამაში ძალიან გაგვიჭირდა, საქართველოს ნაკრები კარგად ორგანიზებული და შეთამაშებულია, "ჯვაროსნები" ბევრ ნაკრებს დიდ პრობლემებს უქმნიან, ამიტომ მგონია, რომ დღეს მარტივი თამაში, მითუმეტეს სტუმრად არ გამოგვიდა. თუმცა ჩვენ გუნდში კარგი ატმოსფერო გვაქვს და თითოეულ ჩვენგანს დიდი თავდაჯერებულობა, რაც მოგებაში დაგვეხმარება.

საქართველოს შემდეგ, რთული მატჩი გელით, სტუმრად ესპანეთთან. რა შედეგს ელით ამ თამაშისგან? ესპანეთთან თამაშზე ჯერ არ ვფიქრობთ, რადგან მთელი ჩვენი კონცენტრაცია და აქცენტი საქართველოსთან მატჩისთვის გვაქვს მობილიზებული. ჩვენი მიზანია, რომ საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ მაქსიმალურად კარგი მატჩი ჩავატაროთ და მოვიპოვოთ უმნიშვნელოვანესი 3 ქულა. აქამდე მოვედით მხოლოდ იმითი, რომ კონკრეტული მატჩის დღეს მხოლოდ იმ მატჩზე ვფიქრობდით, ამიტომ ესპანეთზე ჯერ არ ვფიქობთ, მთავარი გამოწვევა დღეს საქართველოა. შვედურმა გავლენიანმა გაზეთმა, საქართველოს ნაკრების წინაააღმდეგ, შვედეთის ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა გამოაქვეყნა:


მეკარე - რობინ ოლსენი ("შეფინლდ იუნაიტედი")

მცველები - ემილ კრაფტი ("ნიუკასლი"); ვიქტორ ლინდელოფი ("მანჩესტერ იუნაიტედი"); ხოაკიმ ნილსონი ("არმინია"); ლუდვიგ აუგუსტინსონი ("სევილია")

ნახევარდაცვა - ემილ ფორსბერგი ("ლაიფციგი"); კრისტოფერ ოლსონი ("ანდერლეხტი"); მატიას სვანბერგი ("ბოლონია"); ვიქტორ კლაესონი ("კრასნოდარი")

თავდასხმა - ალექსანდრ ისაკი ("რეალ სოსიედადი"); ზლატან იბრაჰიმოვიჩი ("მილანი")  

სხვა სტატიები