Belive

დაბრუნება ევროპაში - ჰამშიკი შვედეთის ჩემპიონატში ითამაშებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მარეკ ჰამშიკი ევროპაში ბრუნდება - სლოვაკი ფეხბურთელი "გიოტებორგში" ითამაშებს. აღნიშნულ ინფორმაციას შვედური მედია ავრცელებს. რამდენიმე დღის წინ მედიაში დაიწერა, რომ 33 წლის ნახევარმცველი კარიერას სამშობლოში, ბრატისლავას "სლოვანში" გააგრძლებდა. თუმცა, როგორც ცნობილი ხდება, ჰამშიკმა შეთანხმებას "გიოტებორგთან" მიაღწია. spazionapoli.it-ის თანახმად, მარეკმა აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად მიიღო. მას სურს, რომ ივნისამდე ფორმაში შევიდეს და სლოვაკეთის ნაკრებს უმნიშვნელოვანესი ტურნირისთვის დაეხმაროს. შეგახსენებთ, რომ "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი ბოლოს ჩინეთში, "დალიანის" რიგებში თამაშობდა. აზიაში გატარებულ 2 წელში ჰამშიკმა 42 მატჩი ჩაატარა და 4-4 გოლი და ასისტი დააგროვა. აღსანიშნავია, რომ "გიოტებორგში" თამაშობდა ქართველი ფეხბურთელი გიორგი ხარაიშვილი. 24 წლის შემტევი ნახევარმცველი რამდენიმე კვირის წინ "ფერენცვაროშში" გადავიდა.

სხვა სტატიები