Belive

"დაბრუნების დროა" - ოლივერ კანი მიუნხენის ბაიერნში ხელმძღვანელი ხდება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი მეკარე, ლეგენდარული ოლივერ კანი, დირექტორთა საბჭოს მომავალ ხელმძღვანელად აირჩიეს. მიუნხენური გუნდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 50 წლის კანმა "ბაიერნთან" 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელის პოსტზე იგი კარლ-ჰაინც რუმენიგეს ჩაანაცვლებს. ოფიციალურად, ახალ სამუშაოს ოლივერ კანი 2022 წლის 1 იანვრიდან შეუდგება, თუმცა მანამდე, 2 წლის განმავლობაში, კანი დირექტორთა საბჭოს წევრი იქნება. "11 წლის შემდეგ, გუნდში დაბრუნების დრო მოვიდა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გუნდის ხელმძღვანელობას გაცემული ნდობისთვის. დიდი იმედებითა და ენთუზიაზმით ველოდები ახალ გამოწვევებს, რომელიც იანვრიდან მელოდება," განაცხადა ოლივერ კანმა. ოლივერ კანს "ბაიერნში" 632 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც მან კარის მშრალად შენახვა 247-ჯერ შეძლო.

სხვა სტატიები