Belive

დადასტურდა: აინტრახტის აქციონერები ქუთაისში ჩამოდიან

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წონ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფრანკფურტის "აინტრახტს" ფინანსურ კრიზისში მყოფ ქუთაისის "ტორპედოს" გამოსყიდვა სურს. "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა, კახაბერ ჩხეტიანმა დღეს განაცხადა, რომ გერმანელთა ინტერესი რეალურია. "გერმანული "აინტრახტის" აქციონერები თავდაპირველად მე დამიკავშირდნენ. შევხვდი, ვისაუბრეთ, შემდეგ ქალაქის მერიასაც შეხვდნენ და თავიანთი ინტერესი გამოხატეს. მათ სტადიონისა და ბაზის რამდენიმეწლიანი იჯარით აღება სურთ. გარდა ამისა, აპირებენ აკადემიის შექმნას. ამ მიზეზით, დაინტერესებულნი არიან მიწის ნაკვეთით, სადაც რამდენიმე ახალ მოედანს ააშენებენ. დარწმუნებული ვარ, რომ არც მერია, არც ფეხბურთის ფედერაცია და სახელმწიფო ამ ყველაფერს ხელს არ შეუშლიან - "ტორპედოს" გადარჩენა ყველას ინტერესშია! ქუთაისში ხალხი ფეხბურთით ცხოვრობს და თუ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, ვფიქრობ, ქალაქში ფეხბურთი გაცოცხლდება. 3-4 დღეში "აინტრახტის" აქციონერები საქართველოში ჩამოდიან. მათ დაგეგმილი აქვთ შეხვედრები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ქუთაისის მერიაში. სფფ-ც და მერიაც ყველაფერს იზამენ, რომ მათ ინტერესი არ გაუქრეთ." თუ ეს ყველაფერი წარმატებით დასრულდა, ეს ქართულ ფეხბურთში განსაკუთრებული პრეცენდენტი იქნება," - განაცხადა კახაბერ ჩხეტიანმა.

სხვა სტატიები